მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სიახლეები გალერეა პარტნიორები პროექტები კონტაქტი    
სიახლეები



15 მარტი, 2022

“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მონახულება უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს რომ შევისწავლოთ ქვეყნის კულტურა. შავი ზღვის რეგიონი შესანიშნავი ადგილია ღვინის მოყვარულთათვის და მზარდი ტურისტული ინტერესი რეგიონის მიმართ ქმნის დიდ შესაძლებლობას, როგორც გლობალური ღვინის ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისთვის.

“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურისტულ სექტორში მოღვაწე ბიზნესებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში.

26-თვიანი პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ღვინის მარშრუტები რომლებიც ჩართული იქნება შავი ზღვის ღვინის ერთიან მარშრუტში. შავი ზღვის ღვინის მარშრუტი მალე ხელმისაწვდომი იქნება ICT პლატფორმაზე, რომელიც ტურისტებს და ბიზნესს მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ღვინის მარშრუტის და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ.

პროექტის ძირითადი შედეგები

● შავი ზღვის რეგიონის ღვინის ტურიზმის ინდუსტრიის მონაცემთა ბაზა
●ღვინის თემატური მარშრუტები
● შავი ზღვის ღვინის მარშრუტი
● ICT პლატფორმა
● ეტიკეტი „The Black Sea Wine Glass Member“.
● ღონისძიება „ვისაუბროთ ღვინოზე“.
● ღონისძიება „შავი ზღვის ღვინოები“

მიღწეული პროგრესი

პროექტის პარტნიორებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიზნების მიღწევაზე:.
● მოვამზადეთ ანგარიში/ პროექტის ანალიზი, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის არსებულ პროექტებს და შავი ზღვის მაკრო დონეზე მნიშვნელობის საუკეთესო პრაქტიკას ადგილობრივი და რეგიონული ტურიზმის განვითარებისა და სოციალური მეწარმეობის შესახებ. ანგარიში ასახავს ღვინის ტურიზმის მნიშვნელობას ყველა პარტნიორ ქვეყანაში, ისევე როგორც ინიციატივებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტურიზმს შავი ზღვის აუზის ზონაში.

● შევიმუშავეთ ქვეყნის დონეზე ღვინის ტურიზმის სექტორის მონაცემთა ბაზა: მარნები, ყურძნის ჯიშები, ღვინოსთან დაკავშირებული HORECA, ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ ღვინის პაკეტებით, ღვინის ღონისძიებები თითოეულ ქვეყანაში, რომლებიც შემდგომში გამოყენებული იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. ეს მიღწეული იქნა პარტნიორ ქვეყნებში ღვინისა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით, კერძოდ, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სტატისტიკური სერვისების, სხვადასხვა სააგენტოებისა და ღვინისა და ტურიზმის საკითხებით მომუშავე ასოციაციების, ღვინის ტურიზმთან მომუშავე ტურისტული სააგენტოების მიერ მოწოდებული მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის საშუალებით. შევიმუშავეთ მონაცემთა ბაზის შექმნის საერთო მეთოდოლოგია (შემუშავებულია PP AUTH - საბერძნეთის პარტნიორის მიერ). მონაცემთა ბაზა გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას მარნებზე, HoReCa-ზე, ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებზე, ღვინის ფესტივალებზე და ღონისძიებებზე და სხვა ტურისტულ ატრაქციონებზე, ასევე აღწერს ღვინის ყველაზე პოპულარულ ჯიშებს.

● შევქმენით ღვინის თემატური მარშრუტები - 6 სომხეთისთვის (21 მარანი), 6 საქართველოსთვის (25 მარანი), 7 უკრაინისთვის (49 მარანი) და 13 საბერძნეთისთვის (60 მარანი). ღვინის თითოეულ მარშრუტს აქვს საკუთარი მოთხრობა და თემატური აქცენტი, დაწყებული ისტორიიდან, კულტურიდან, გასტრონომიიდან, მითებიდან, თავგადასავალი, ფილოსოფია, ხელოვნება, სპა, პარკები, ეთნოსები, ლეგენდები, ყვავილები და ძირძველი ვაზის ჯიშები.

● პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ ტრენინგი „ღვინის ტურიზმი - ახალი შესაძლებლობების გამოვლენა“. სასწავლო კურსი ღვინის ტურიზმით დაინტერებულ პირებს და ტურიზმის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს დაეხმარა ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაში ღვინის ტურიზმის სფეროში უახლესი მიდგომების და საერთაშორისო ბაზარზე არსებული წარმატებული ბიზნესმოდელების გაზიარებით.

● მუდმივად ვმუშაობთ ღვინის ინდუსტრიასთან, HoReCa-სთან და მედიის წარმომადგენლებთან შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. სხვა მიმდინარე აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ თვალი ადევნოთ Sea of Wine პროექტს ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.

შედეგები

● შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურისტული მიმართულების განსაკუთრებული აღიარება შავი ზღვის ღვინის მარშრუტის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ღვინის მარშრუტებს და წარმოდგენილი იქნება სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე.
● ღვინის ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიების შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით ღვინის ტურისტული პროდუქტების მარკეტინგში.
● ორი ფართომასშტაბიანი ღონისძიების შემუშავება : „ვისაუბროთ ღვინოზე“ და „შავი ზღვის ღვინოები“
● საერთო ეტიკეტის „The Black Sea Wine Glass Member“ შემუშავებაა

პროექტის პარტნიორები

ლიდერი: აგრობიზნესის კვლევისა და განათლების საერთაშორისო ცენტრი, (სომხეთი)
პარტნიორი: ფონდი საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი (საქართველო)
პარტნიორი: ოდესას კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია (უკრაინა)
პარტნიორი: სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი (საბერძნეთი)

პროექტი განხორციელდება 2020-2022 წლებში პარტნიორი ქვეყნების შემდეგი წარმომადგენლების მიერ: ფონდი ICARE - სომხეთი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ ტექნიკურ სამდივნოსთან (Joint Technical Secretariat) მჭიდრო თანამშრომლობით.

<-Back to the news list



15 მარტი, 2022
“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

10 ნოემბერი, 2020
“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

22 ნოემბერი, 2010
GCAD-სა და CNFA-საქართველოს შორის საფუძველი ჩაეყარა ურთიერთ თანამშრომლობას

5 ნოემბერი, 2010
გაიმართა ინგლისური ენის უფასო ექვსთვიანი პროგრამის 2009-2010 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

4 ოქოტმბერი, 2010
ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ექვსთვიანი კურსების დაწყების თარიღია- 2010 წლის 25 ოქტომბერი

20 სექტემბერი, 2010
ინგლისურის ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე მისაღები ტესტი