მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სიახლეები გალერეა პარტნიორები პროექტები კონტაქტი    
სიახლეები



10 ნოემბერი, 2020 - “ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი ჩართულია პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ღვინის ტურიზმის საერთო ბრენდის ერთობლივ განვითარებას. „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) დაფინანსებით, შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 26-თვიანი პროექტი ხელს შეუწყობს ოთხი მონაწილე ქვეყნის ღვინისა და ტურისტულ სექტორში მოღვაწე ბიზნესებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენისა და პოპულარიზაციისთვის საერთო მიდგომების შემუშავებაში. პროექტში, რომლის საერთო დაფინანსება შეადგენს 550,168 ევროს, მონაწილეობენ პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები სომხეთიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან. პროექტის პარტნიორები არიან: ფონდი ICARE, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია.

საბოლოო პოზიციონირება და ხელშეწყობა მიიღწევა მთელი რიგი ონლაინ და ოფლაინ საქმიანობისა და ინიციატივების მეშვეობით. მთავარი ინიციატივაა ქვეყნის მასშტაბით ღვინის მარშრუტების შემუშავება და განხორციელება და მათი გაერთიანება შავი ზღვის ღვინის ერთიან მარშრუტში. შავი ზღვის ღვინის მარშრუტი ხელმისაწვდომი იქნება სახლიდან გაუსვლელად ICT პლატფორმის საშუალებით, რომელიც მოგზაურებსა და ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაწოდებს ყველა საჭირო ინფორმაციას მარშრუტების, ქვეყნებისა და მასთან დაკავშირებული შეთავაზებების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ეწვიონ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უნიკალურ ღვინის რეგიონს და ისიამოვნონ აქ ყოფნით. საერთო ეტიკეტის - The Black Sea Wine Glass Member-ის შემოღება კიდევ ერთი ინიციატივაა, რომელიც გააერთიანებს ქვეყნებს და მეტ აღიარებას მოუტანს რეგიონს, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულებას.

ღვინის მარშრუტების შექმნითა და პოპულარიზაციით და ICT პლატფორმის, როგორც ერთიანი საკონტაქტო საშუალების შექმნით, პროექტის პარტნიორები ჩაატარებენ რეგიონში არსებულ ღვინოებთან დაკავშირებით მთელ რიგ ღონისძიებებს, „მოდით ვისაუბროთ ღვინოზე“, ასევე მასშტაბურ ღვინის ღონისძიებას „შავი ზღვის ღვინოები“. ეს ღონისძიება ჩატარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად. ამ ღონისძიებებისა და პროექტის მონაწილეთა საქმიანობის კომბინაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ისტორიული სამყაროს აღიარებას. პროექტი განხორციელდება 2020-2022 წლებში პარტნიორი ქვეყნების შემდეგი წარმომადგენლების მიერ: ფონდი ICARE - სომხეთი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საქართველოს აგრობიზნესის განვითარების ცენტრი და ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემია, „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (European Neighbourhood Instrument) მიერ დაფინანსებული შავი ზღვის აუზის 2014-2020-ის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის ფარგლებში, ერთობლივ ტექნიკურ სამდივნოსთან (Joint Technical Secretariat) მჭიდრო თანამშრომლობით.

<-სიახლეების ჩამონათვალში დაბრუნება


15 მარტი, 2022
“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

10 ნოემბერი, 2020
“ღვინის ზღვა” - შავი ზღვის რეგიონის, როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულების ხელშემწყობი პროექტი

22 ნოემბერი, 2010
GCAD-სა და CNFA-საქართველოს შორის საფუძველი ჩაეყარა ურთიერთ თანამშრომლობას

5 ნოემბერი, 2010
გაიმართა ინგლისური ენის უფასო ექვსთვიანი პროგრამის 2009-2010 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

4 ოქოტმბერი, 2010
ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ექვსთვიანი კურსების დაწყების თარიღია- 2010 წლის 25 ოქტომბერი

20 სექტემბერი, 2010
ინგლისურის ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე მისაღები ტესტი