მთავარი გვერდი ჩვენს შესახებ სიახლეები გალერეა პარტნიორები პროექტები კონტაქტი    
სიახლეები

5 ნოემბერი, 2010 – გაიმართა ინგლისური ენის უფასო ექვსთვიანი პროგრამის 2009-2010 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.

კურსი წარმატებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის 17-მა სტუდენტმა და გადეცათ შესაბამისი დონის აღმნიშვნელი სერთიფიკატი.

ცერემონიალს ესწრებოდა: ფონდი „აგრობიზნესის განვითარების ცენტრის დირექტორი“ -ბატონი გოჩა შაინიძე; ა.შ.შ.-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი დემნა ძირკვაძე; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი - ბატონი გიორგი გაგოშიძე; საქართველოს სახელმწიფოს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სტუდენტებს სერთიფიკატები პირადად გადასცეს ბატონმა გიორგი გაგოშიძემ და ბატონმა დემნა ძირკვაძემ, უსურვეს მათ შემდგომი წარმატებები და მადლობა გადაუხადეს ფონდ ,,აგრობიზნესის განვითარების ცენტრის’’ პერსონალს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.




<-სიახლეების ჩამონათვალში დაბრუნება


22 ნოემბერი, 2010
GCAD-სა და CNFA-საქართველოს შორის საფუძველი ჩაეყარა ურთიერთ თანამშრომლობას

5 ნოემბერი, 2010
გაიმართა ინგლისური ენის უფასო ექვსთვიანი პროგრამის 2009-2010 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

4 ოქოტმბერი, 2010
ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ექვსთვიანი კურსების დაწყების თარიღია- 2010 წლის 25 ოქტომბერი

20 სექტემბერი, 2010
ინგლისურის ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე მისაღები ტესტი